ინიციატივა
ინიციატივა ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
1. ლიფტების ერთიანი საჯარო რეესტრის გაუმჯობესება
გამოვდივართ ინიციატივით, რომ გაუმჯობესდეს ლიფტების ერთიანი ელექტრონული რეესტრი, რომელშიც თითოეულ ლიფტს მიენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი და აისახება მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ინფორმაცია.
მეტინაკლები
რეესტრის ბაზა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ლიფტის მისამართი და უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი;
- დამონტაჟებისა და ექსპლუატაციაში გაშვების წელი;
- მომსახურე კომპანიის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია;
- ბოლო ინსპექტირების თარიღი და შედეგი;
- გამოვლენილი მნიშვნელოვანი ხარვეზები და მათი აღმოფხვრის ვადები;
- შემდეგი ინსპექტირების დადგენილი ვადა;
- ინსპექტირებისა და მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოების ისტორია.
- ლიფტის მიმდინარე სტატუსი;
2. ლიფტის ტექნიკოსების კვალიფიკაციისა და სერტიფიცირების სისტემის დანერგვა
დაინერგოს ტექნიკოსების პროფესიული მომზადებისა და გამოცდაზე დაფუძნებული სერტიფიცირების სისტემა მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მეტინაკლები
სისტემა უნდა მოიცავდეს:
- თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას;
- ელექტრო, მექანიკური და ავარიული უსაფრთხოების საკითხებს;
- პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის შესაბამის საკვალიფიკაციო კატეგორიებს;
- დამოუკიდებელ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას;
- განსაზღვრული ვადით სერტიფიკატის გაცემას;
- პერიოდულ გადამზადებასა და ცოდნის განახლებას;
- სერტიფიცირებული ტექნიკოსების საჯარო რეესტრს;
- დარღვევების შემთხვევაში სერტიფიკატის შეჩერების ან გაუქმების მკაფიო წესს.
3. ლიფტებში სავალდებულო საინფორმაციო სტიკერის განთავსება
თითოეული ლიფტის კაბინაში, თვალსაჩინო ადგილას, განთავსდეს ერთიანი ფორმის, გამძლე და გაყალბებისგან დაცული საინფორმაციო სტიკერი, რომელიც მოქალაქეებს მიაწვდის აუცილებელ ინფორმაციას ლიფტის უსაფრთხოებისა და მომსახურების შესახებ.
მეტინაკლები
სტიკერზე მითითებული უნდა იყოს:
- ლიფტის უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი;
- მომსახურე კომპანიის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია;
- 24-საათიანი საავარიო სამსახურის ტელეფონის ნომერი;
- ხარვეზის ან დარღვევის შესატყობინებელი საკონტაქტო არხი;
- ბოლო ინსპექტირების თარიღი და შედეგი;
- შემდეგი ინსპექტირების დადგენილი ვადა;
- ლიფტის ტვირთამწეობა და მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობა;
- QR-კოდი, რომელიც მომხმარებელს ლიფტის შესახებ საჯარო რეესტრის შესაბამის ჩანაწერზე გადაიყვანს.
4. პასუხისმგებლობის განაწილება, კონტროლი და აღსრულება
მკაფიოდ განისაზღვროს ყველა პასუხისმგებელი რგოლის მოვალეობები, გაძლიერდეს ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა და უზრუნველყოფილი იყოს გამოვლენილი ხარვეზების დროული აღმოფხვრა.
მეტინაკლები
- ინსპექტირების შედეგები, გაცემული მითითებები, ხარვეზების აღმოფხვრის ვადები და ლიფტის ექსპლუატაციის სტატუსი დროულად აისახოს ერთიან რეესტრში;
- უზრუნველყოფილი იყოს ინფორმაციის დროული გაცვლა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, ინსპექტირების ორგანოებს, ლიფტების მფლობელებსა და მომსახურე კომპანიებს შორის;
- დაინერგოს შეუსრულებელი მითითებებისა და ვადაგადაცილებული ინსპექტირებების ელექტრონული მონიტორინგის მექანიზმი;
- პერიოდულად გამოქვეყნდეს საჯარო სტატისტიკა რეგისტრირებული, ინსპექტირებული, გაუმართავი და ექსპლუატაციაშეჩერებული ლიფტების შესახებ;
- გაძლიერდეს ინსპექტირების დამოუკიდებლობის, ხარისხისა და ინტერესთა კონფლიქტის პრევენციის კონტროლი;
- განისაზღვროს დარღვევებზე რეაგირების, პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მოთხოვნების აღსრულების ეფექტიანი მექანიზმები.
მხარი დაუჭირე ლიფტების მომსახურების სისტემის გაუმჯობესებას.