ლიფტის უსაფრთხოების სტანდარტები

გაეცანით ძირითად სტანდარტებს, რომლებიც თითოეულ ლიფტში აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი

  • ორმხრივი კავშირი და საკონტაქტო ინფორმაცია

    ლიფტის კაბინაში თვალსაჩინოდ უნდა იყოს გამოკრული სამაშველო სამსახურისა და მომსახურე კომპანიის ნომრები.
    ლიფტის კაბინა აღჭურვილი უნდა იყოს უწყვეტი კავშირის საშუალებით, რომელიც ლიფტის გაჩერების შემთხვევაში (ელექტრომომარაგების შეწყვეტის, ან ტექნიკური გაუმართაობის დროს) მგზავრს სამაშველო სამსახურთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს.

    ეს საშუალებები უნდა მუშაობდეს ჩვეულებრივი ელექტრომომარაგების გარეშეც, მგზავრთა გათავისუფლებისთვის საჭირო დროის განმავლობაში (№446 ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის 32-ე და 33-ე პუნქტები).

  • საავარიო განათება – რომელიც ლიფტის გაჩერების შემთხვევაში (ელექტრომომარაგების შეწყვეტის, ან ტექნიკური გაუმართაობის დროს) უნდა მუშაობდეს ძირითადი ელექტრომომარაგების გათიშვის შემდეგაც, მგზავრთა გათავისუფლებისთვის საჭირო დროის განმავლობაში (№446 ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის 32-ე და 33-ე პუნქტები).

  • ლიფტის შემოწმება (გამოცდები) – ყოველწლიურად უნდა ტარდებოდეს სტატიკური და დინამიკური გამოცდები.