ლიფტის ექსპლუატაციის წესები

ლიფტის პატრონმა რა ქნას?

  • კაბინაში შესვლამდე დარწმუნდით, რომ ლიფტი სართულზე ზუსტად არის გაჩერებული.
  • შინაურ ცხოველთან ერთად მგზავრობისას აუცილებლად გამოიყენეთ მოკლე საბელი.
  • ასწავლეთ ბავშვებს ლიფტით უსაფრთხოდ სარგებლობა.
  • დაიცავით ლიფტის მაქსიმალური ტვირთამწეობის ლიმიტი.
  • გაუმართაობისას შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დარეკეთ საავარიო ნომერზე.
  • გადაიტანეთ სითხე მხოლოდ მჭიდროდ დახურული ჭურჭლით.
  • უჩვეულო ხმაურის, რყევის ან სხვა გაუმართაობისას შეატყობინეთ მომსახურე პერსონალს.
  • კაბინაში შესვლამდე ჯერ გამომსვლელი მგზავრები გამოატარეთ.
  • შახტში ნივთის ჩავარდნისას მიმართეთ მომსახურე პერსონალს და ნუ ეცდებით ნივთის დამოუკიდებლად ამოღებას.
  • ველოსიპედის, საბავშვო ეტლის ან ურიკის გადატანისას აუცილებლად დააფიქსირეთ ისინი.
  • იცოდეთ, ვინ ემსახურება ლიფტს - კომპანიის სახელი, საკონტაქტო ნომერი და პასუხისმგებელი პირი.
  • გადაამოწმეთ, ჩატარებული აქვს თუ არა ლიფტს სავალდებულო ინსპექტირება.
  • გააფორმეთ მომსახურების ხელშეკრულება კომპეტენტურ კომპანიასთან.
  • ანდეთ ლიფტი მხოლოდ სერტიფიცირებულ ტექნიკოსს.
  • მოსთხოვეთ მომსახურე კომპანიას შესრულებული სამუშაოს ანგარიში.

ლიფტის პატრონმა რა არ ქნას?

  • არ გააჩეროთ კარი ხელით და არ ეცადოთ მის ძალით გაღებას - გამოიყენეთ სპეციალური ღილაკი.
  • ნუ მისცემთ 12 წლამდე ბავშვებს ლიფტით მარტო სარგებლობის ნებას.
  • ნუ ეცდებით გაჩერებული ან მოძრავი კაბინიდან ძალით გამოსვლას.
  • ნუ ჩაერევით ელექტრულ მექანიზმებში თვითნებურად - ეს სამუშაოები მხოლოდ კვალიფიციურმა ტექნიკურმა პერსონალმა უნდა შეასრულოს.
  • არ შეხტეთ კაბინაში და ნუ შეარყევთ ლიფტს მგზავრობისას.
  • ნუ მოწევთ ლიფტში და ნუ გამოიყენებთ ღია ცეცხლს.
  • ნუ დააჭერთ ღილაკს თითს მრავალჯერ და არ დააზიანოთ კაბინა ან კარი.
  • არ გამოიყენოთ ლიფტი ხანძრის, კვამლისა და მიწისძვრის დროს.
  • ნუ დააბინძურებთ ლიფტის კაბინასა და შახტს.
  • არ შეხვიდეთ ეტლით ან ურიკით კაბინაში უკუსვლით.
  • ნუ იდგებით ლიფტის კართან ძალიან ახლოს.
  • არ დატოვოთ საგნები კარში ლიფტის „დასაჯავშნად“.
  • ნუ მიეყრდნობით ლიფტის კარს მგზავრობისას.
  • არ გამოიყენოთ მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი რეჟიმები თვითნებურად.
  • ნუ დაელოდებით ლიფტის საბოლოო გაფუჭებას და არ გადადოთ ინსპექტირება უსასრულოდ.